რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რადგან გუნდებმა იცოდნენ თუ რა მნიშვნელოვანი რამ იდო სასწორზე. პირველი ტაიმი რამდენიმე სახიფათო ეპიზოდით ჩავამთავრეთ, თუმცა ამ მომენტებს რაღაც განსაკუთრებული არცერთი გუნდისთვის არ მოუტანია.
მეორე ტაიმში ბრაზილია ხშირ შემთხვევაში მეტოქის ნახევარზე იყო, თუმცა ხორვატიის ნაკრების დაცვა აუღებელ ციხესიმაგრეს დაემსგავსა. მეორე ტაიმიც ასეთი სცენარით დასრულდა. გუნდებმა ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ამიტომ დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წუთებზე ნეიმარმა ულამაზესი კედელი გაითამაშა, მეკარე მოატყუა და გოლიც გაიტანა.