მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა მატეუშ კუნია დაიმატა, კლუბი კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, ერთ-ერთი კი ბრაიან მბიუმოა.
ახალგაზრდა კამერუნელი ნახევარმცველი უკვე წლებია პრემიერ ლიგაში აქტიურად თამაშობს და კარგი მაჩვენებლებიც აქვს, რამაც მანჩესტერს მისი ყიდვა გადააწყვეტინა.
აღსანიშნავია, რომ ბრენტფორდმა მბიუმოს თაობაზე 55-მილიონიანი წინადადება უკვე დაბლოკა, თუმცა იუნაიტედი ახალ შეთავაზებას ამზადებს და ფასიც გაზრდილი იქნება.
ცნობისთვის, ბრაიან მბიუმომ 2024/2025 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.