ბრენტფორდის კამერუნელი ლიდერი, ბრაიან მბიუმო მორიგ შესანიშნავ სეზონს ატარებს. აფრიკელ ფეხბურთელს მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის პირადი რეკორდია.
როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, მბიუმომ სეზონის ბოლოს ბრენტფორდი უნდა დატოვოს, ფეხბურთელით კი არსენალი, ლივერპული და ტოტენჰემია დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამერუნელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ ფასობს, რისი გადახდაც ზემოაღნიშნულ 3 კლუბს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.