გამარჯვებით ვიწყებთ! - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთი დაამარცხა » სპორტის ხაზი

გამარჯვებით ვიწყებთ! - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთი დაამარცხა

გამარჯვებით ვიწყებთ! - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთი დაამარცხა
გუშინ, 01:11
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა.

ანგარიში 55-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ გახსნა, რომელსაც 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით, იაკუბ კალუზინსკიმ უპასუხა.

საბოლოო წერტილი მატჩში "დინამო თბილისის" საკუთრებაში მყოფმა და ამჯერად ბოსნიურ "სარაევოში" მოთამაშე თავდამსხმელმა, ვასილიოს გორდეზიანმა დასვა, რომელმაც გიორგი მაისურაძის ოსტატური თამაში კარგად გამოიყენა. 2:1.

მომდევნო შეხვედრას 21-წლამდელები საფრანგეთის წინააღმდეგ, 14 ივნისს, "პოდ დუბნომზე" გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი