ილია თოფურია : 'ქამრის აღების შემდეგ, ევლოევსაც მივხედავ... ყველამ იცის, რომ ის ნამდვილი ვირთხაა' » სპორტის ხაზი

ილია თოფურია : 'ქამრის აღების შემდეგ, ევლოევსაც მივხედავ... ყველამ იცის, რომ ის ნამდვილი ვირთხაა'

ილია თოფურია : 'ქამრის აღების შემდეგ, ევლოევსაც მივხედავ... ყველამ იცის, რომ ის ნამდვილი ვირთხაა'
8-12-2022, 19:08
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ინტერვიუ რუსულ Metaratings-ს მისცა, სადაც მოვსარ ევლოევზე ისაუბრა და მას ვირთხა უწოდა.

"როცა UFC-ის საჩემპიონო ქამარს ავიღებ ყველა ვირთხას გავუმკლავდები. ერთ-ერთი მათგანი მოვსარ ევლოევია. როცა ევლოევს მაგრამ ვცემ MMA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი გავხდები."

მოგეხსენებათ, ილია ევლოევს რამდენიმე თვის წინ უნდა შეხვედროდა, თუმცა რუსმა კორონა ვირუსის გამო ოქტაგონზე გასვლა გადაიფიქრა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გაგრძელდა უთანხმოება და რამდენიმე შეურაწმყოფელი პოსტიც გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ბრძოლა ჯაი ჰერბერტთან გამართა, სადაც მეტოქე მეორე რაუნდში ულამაზესი დარტმით დაამარცხა.

ამის შეხვედრის შემდეგ თოფურიას ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრაზიელმა ტრამვა მიიღო. ამის შემდეგ კი ილიასა და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი