ფლორენციის „ფიორენტინამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ესპანელ მეკარეს, დავიდ დე ხეას, კონტრაქტი გაუხანგრძლივა. შეთანხმება 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში და გამოცდილ მეკარეს მინიმუმ კიდევ სამი სეზონი შეეძლება ფლორენციული კლუბის ღირსების დაცვა.
34 წლის დე ხეა გუნდს 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე იგი თითქმის ერთი წელი უგუნდოდ იყო, თუმცა „ფიორენტინაში“ დაბრუნება დიდ წარმატებად იქცა — მან მაღალი კლასი და სტაბილურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
გასულ სეზონში ესპანელმა კიპერმა გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში ითამაშა და არაერთ მნიშვნელოვან მატჩში გამოიჩინა თავი.
„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებას წარმატებული სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად აფასებს და იმედოვნებს, რომ დე ხეა მომავალშიც გუნდს სტაბილურობას და გამოცდილებას შემატებს.