დუმფრისი ხვიჩას არ უფრთხის - რა თქვა ინტერის მცველმა ფინალის წინ ქართველზე » სპორტის ხაზი

დუმფრისი ხვიჩას არ უფრთხის - რა თქვა ინტერის მცველმა ფინალის წინ ქართველზე

დუმფრისი ხვიჩას არ უფრთხის - რა თქვა ინტერის მცველმა ფინალის წინ ქართველზე
27-05-2025, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფინალი 31 მაისს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ინტერი დაუპირისპირდებიან.

ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარ ინტრიგას ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს, რომელიც უდიდესი ტიტულის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია მისული.

სხვათა შორის, ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე კომენტარს აკეთებს მოთამაშე, რომელსაც კვარას მეურვეობა უშუალოდ დაევალება, - დენზელ დუმფრისი:

ხვიჩა? - დიახ, ის ძლიერი ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ინტერი ინტერია.

- თქვა თავდაჯერებით დუმფრისმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი მცველი ბარსელონასთან გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. დუმფრისმა ორმატჩიან დაპირისპირებაში ბარსას 2 გოლი გაუტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი