ასეთი მაისური არასდროს გვქონია - ნახეთ ნაკრებმა ფორმა შეიცვალა (ფოტო) » სპორტის ხაზი

ასეთი მაისური არასდროს გვქონია - ნახეთ ნაკრებმა ფორმა შეიცვალა (ფოტო)

ასეთი მაისური არასდროს გვქონია - ნახეთ ნაკრებმა ფორმა შეიცვალა (ფოტო)
27-05-2025, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი მატჩი გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის იუბილეზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრები გუნდების ახალ სათამაშო ფორმას წარადგენს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით იასპარეზებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალგაზრდული ნაკრები კი ახალი ფორმებით უეფას 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის უნიფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია “მაკრონთან” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. მაისურის დიზაინში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ეროვნული ნაკრების ბრენდბუქის ელემენტებთან ერთად გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მეკარის სათამაშო ფორმაც, რომელიც ასევე უნიკალური, საქართველოს ნაკრების დიზაინით შეიქმნა.

ეროვნული ნაკრების ახალი დიზაინის მაისურის შეძენა 27 მაისიდან როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღაზიაში, ისე მის პარტნიორ extra.ge-ს საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. ნაკრების გულშემატკივარს შეეძლება, როგორც ორიგინალი, ისე იდენტური დიზაინის საგულშემატკივრო მაისურის შეძენა - fanshop.ge.

ასეთი მაისური არასდროს გვქონია - ნახეთ ნაკრებმა ფორმა შეიცვალა (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი