დღეს საქართველოს ნაკრების დაბადების დღეა - პირველი ოფიციალური მატჩი 34 წლის წინ » სპორტის ხაზი

დღეს საქართველოს ნაკრების დაბადების დღეა - პირველი ოფიციალური მატჩი 34 წლის წინ

დღეს საქართველოს ნაკრების დაბადების დღეა - პირველი ოფიციალური მატჩი 34 წლის წინ
28-05-2024, 00:13
Aa Aa
გაზიარება:

27 მაისი საქართველოს მთავარი საფეხბურთო ნაკრების დაბადების დღეა – გუნდმა, რომელმაც 26 მარტს ყველა გაახარა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, პირველი ოფიციალური შეხვედრა 34 წლის წინ ჩაატარა.

1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. 1990 წლის 15 თებერვალს, დაფუძნდა დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც იმ დროისთვის ფიფა-ს და და უეფა-ს წევრი არ იყო და საბჭოთა კავშირის ფედერაციის მოთხოვნით და სასჯელის შიშით, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაშს ყველა ერიდებოდა. თანხმობა კი ლიეტუვის ნაკრებმა განაცხადა, რომელიც საბჭოთა ფეხბურთს ჩვენზე გვიან გამოეყო.

შეხვედრა 26 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობიდან და იმ დროს არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 27 მაისს დაიგეგმა, სტადიონზე ბევრი ხალხი რომ მისულიყო.

ასეც მოხდა – გუნდებმა გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე ითამაშეს. სტუმრები პენალტით არმინას ნარბეკოვასმა დააწინაურა. მეორე ტაიმში საჯარიმო დარტმით გია გურულმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალე ბალტიისპირელები ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ისევ წინ გაიყვანა. საქართველოს ნაკრები შტურმზე წავიდა და 81-ე წუთზე საბოლო შედეგი კახი კაჭარავამ დააფიქსირა – 2:2.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი