"კვარაცხელია დაბრუნდა და.." | რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია დაბრუნდა და.." | რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?

"კვარაცხელია დაბრუნდა და.." | რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?
8-12-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ. სწორედ ასე, თავისი მატჩი ნაპოლიმაც ითამაშა, რომელიც თურქულ ანტალიასპორს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე 2:3 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საწყისი 45 წუთი ითამაშა, შემდეგ კი შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცათ.

აი, რა თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტალიასპორთან მოგების შემდეგ: "3-4-2-1 სათამაშო ტაქტიკა? - იმის გამო, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, დღეს ამ სისტემის გამოყენება ჩავთვალე სწორად, რაც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. კარგია, რომ გუნდში სიახლე შევიტანეთ და ახალი დეტალების დანახვაც მოვახერხეთ. რაც შეეხება ჩვენი მეტოქის მთავარ მწვრთნელ ნური შაჰინს, მჯერა, რომ ის თავის საქმიანობაში დიდ წარმატებებს მიაღწევს."

"ხვიჩა კვარაცხელია? - გვიხარია, რომ ის მინდორს დაუბრუნდა. ხვიჩას წელის ტკივილი აღარ აწუხებს და ნელ-ნელა ფორმას აკრეფს. კვარაცხელიამ თავისი სათამაშო ხარისხის ჯერ მხოლოდ ნახევარი გვიჩვენა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ხვიჩა კვლავ ჩვენთან ერთადაა." - ლუჩანო სპალეტი.

ცნობისთვის, ნაპოლი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას კრისტალ პალასის წინააღმდეგ 11 დეკემბერს, 19:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.