ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია
25-05-2025, 17:37
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის „რეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს — კლუბმა ჩაბი ალონსოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტის შეცვლის და გუნდს მინიმუმ 2028 წლამდე გაუძღვება.

ალონსოს დებიუტი 18 ივნისს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ შედგება.

ყოფილმა ფეხბურთელმა „რეალში“ 2009-2014 წლებში ითამაშა და ამ პერიოდში ექვსი ტიტული მოიპოვა.

მწვრთნელობის გზა მან „სოსიედადის“ მეორე გუნდიდან დაიწყო, შემდეგ კი წარმატებით გაუძღვა „ლევერკუზენს“, რომელსაც 2024 წელს ტრიპლეტი (ბუნდესლიგა, თასი და სუპერთასი) მოაგებინა და ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი