UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, კვლავ ყურადღების ცენტრშია — ამჯერად შონ ო'მალის მწვრთნელის, ტიმ უელჩის ხმაურიანი შეფასების გამო. უელჩის თქმით, ქართველი მებრძოლი სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია, რაც მისი გამარჯვებების სერიით და ზედიზედ დამარცხებული ყოფილი ჩემპიონებით დასტურდება:
"მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება კამათი იმაზე, არის თუ არა მერაბი ყველა დროის საუკეთესო. შეხედეთ მის რეზიუმეს — მსგავსი სერია არავის ჰქონია. დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბი საუკეთესოა სუპერმსუბუქ წონაში.“ – ამბობს უელჩი.
თუმცა, მიუხედავად ასეთი აღიარებისა, უელჩი მტკიცედ აცხადებს, რომ მეორე ბრძოლაში შონ ო'მალი უკეთეს ფორმაშია და მერაბ დვალიშვილს ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხებს:
"შონს რეაქცია საოცარი აქვს. თუ მერაბი არასწორად შეეცდება გდებას, შონს შეუძლია მაშინვე დააძინოს. ვფიქრობ, ამჯერად შონი TKO-თი მოიგებს.“
მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალს შორის რევანში, სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის, 7 ივნისს, ნიუ-იორკში, UFC 316-ის "მთავარ ქარდზე" შედგება.