ზოგი ესპანელი ფეხბურთელი დოჰაში დარჩა და ნებივრობა გაიხანგრძლივა » სპორტის ხაზი

ზოგი ესპანელი ფეხბურთელი დოჰაში დარჩა და ნებივრობა გაიხანგრძლივა

ზოგი ესპანელი ფეხბურთელი დოჰაში დარჩა და ნებივრობა გაიხანგრძლივა
7-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, მუნდიალის 1/8 ფინალების მთავარი სენსაცია ვიხილეთ, სადაც ლუის ენრიკეს ესპანეთმა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ვალიდ რეგრაგის მაროკოს ნაკრებთან უგოლო ფრის შემდეგ, პენალტების სერიაში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

მეორე დღეს, ესპანელები შეიკრიბნენ, თვითმფრინავში ჩასხდნენ და სამშობლოსკენ გაფრინდნენ, თუმცა, საგულისხმოა, რომ "ფურია როხას" ყველა ფეხბურთელს ეს არ გაუკეთებია: მარკოს ლორენტე, როდრი, ალვარო მორატა, დანი კარვახალი, ჟორდი ალბა, კარლოს სოლერი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე დოჰაში დარჩა და ნებივრობა გაიხანგრძლივა.

სხვათაშორის, აღნიშნული სიის მონაწილე ფეხბურთელები არაერთმა ესპანელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა, მთავარი მიზეზი კი ესპანელი ფეხბურთელების წაგებისადმი დამოკიდებულებაა. როგორც ესპანელები წერენ, ზოგიერთ ფეხბურთელს ნაკრების შედეგები დიდად არც ადარდებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.