ჟორდი ალბას ბარსელონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას » სპორტის ხაზი

ჟორდი ალბას ბარსელონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ჟორდი ალბას ბარსელონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
21-09-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემის, Diario AS-ის თანახმად, ჟორდი ალბა კატალონიის "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებს.

მოგეხსენებათ, რომ კლუბი ბოლო პერიოდში რეორგანიზაციის პროცესს გადის, სადაც ხანდაზმული ფეხბურთელების ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეებით ჩანაცვლება მოიაზრება. ჟორდი ალბას კლუბიდან წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის მარკოს ალონსოს ტრანსფერი, რომელიც კატალონიაში ლონდონის "ჩელსიდან" გადაბარგდა. საგულისხმო ფაქტია, რომ მარკოს ალონსოს მადრიდის რეალის აკადემია აქვს გავლილი. გარდა ალონსოს ტრანსფერისა, გუნდში შესანიშნავად გამოიყურება ახალგაზრდა ალეხანდრო ბალდე, რომლის სისწრაფე და ტექნიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ "ბარსელონას" ძლიერი მარცხენა მცველი ჰყავდეს.

გარდა ალბას წასვლისა, ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება როგორც სერხიო ბუსკეტსის, ასევე ჟერარ პიკეს შესახებ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი