კრიშტიანო რონალდომ შემცვლელ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში არ ისურვა - პორტუგალიელის ირგვლივ ისევ დაძაბულობაა » სპორტის ხაზი

კრიშტიანო რონალდომ შემცვლელ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში არ ისურვა - პორტუგალიელის ირგვლივ ისევ დაძაბულობაა

კრიშტიანო რონალდომ შემცვლელ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში არ ისურვა - პორტუგალიელის ირგვლივ ისევ დაძაბულობაა
7-12-2022, 15:53
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური დაპირისპირებაში პორტუგალია შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ კრიშტიანო რონალდო, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.

კრიშტიანო რონალდომ შემცვლელ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში არ ისურვა - პორტუგალიელის ირგვლივ ისევ დაძაბულობაა

რონალდო მოედანზე მეორე ტაიმში ვიხილეთ

მეოთხედფინალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დღეს მწვრთნელმა ფერნანდო სანტოსმა მოედანზე ვარჯიში მოაწყო იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც შვეიცარიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი კრიშტიანუც უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც მედიაში ვცელდება ინფორმაცია 37 წლის ფეხბურთელმა შემცვლელბთან ვარჯიში არ ისურვა და სპორტდარბაზში დარჩა.

შეიძლება მედიასთან მიცემული ინტერვიუები ამის დასტური არ იყოს, თუმცა აშკარაა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ძირითადში არ ყოფნით უკმაყოფილიო და ამ უკმაყოფილებას მწვრთნელის მიმართ საჯაროდ ადასტურებს.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სათადარიგო სკამზე დიდი ტურნირის მატჩში 2008 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა. 2008 წლის გამოტოვებულ შეხვედრაშიც ეროვნული ნაკრების მეტოქე შვეიცარია გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი