ილია თუფორია : 'საქართველო არის ის, რასაც გულის სიღრმეში ყოველთვის ვატარებ' » სპორტის ხაზი

ილია თუფორია : 'საქართველო არის ის, რასაც გულის სიღრმეში ყოველთვის ვატარებ'

ილია თუფორია : 'საქართველო არის ის, რასაც გულის სიღრმეში ყოველთვის ვატარებ'
7-12-2022, 15:06
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მებრძოლმა ილია თუფორიამ უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და ესპანეთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად სხვა ქვეყანაში ცხოვრებისა, საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილია.

"ალიკანტე საოცარი ადგილია. მთელი მსოფლიო შემოვიარე და ალიკანტეს არც ერთი ადგილის არ უნდა შეშურდეს, მაგრამ მე ყოველთვის ამას ვამბობ. მე თუ გამჭრით მიიღებთ ქართველის სისხლს. საქართველო არის ის, რასაც მე გულის სიღრმეში სულ ვატარებ." - თქვა 25 წლის სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა ჯაი ჰელბერტის წინააღმდე გამართა, სადაც მეტოქე მეორე რაუნდში ულამაზესი დარტმით დაამარცხა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა მებრძოლი მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართავს.

ამჟამად ილია UFC-ს მსუბუქი კატეგორიის TOP 15 - ის წევრია, ქართველი მე-14 ადგილზე იმყოფება და მას მხოლოდ ჯონათან პირსი ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი