"ალავესის ფეხბურთელმა ჩემთან საუბარში აღიარა, რომ.." - მამარდაშვილის განცხადება » სპორტის ხაზი

"ალავესის ფეხბურთელმა ჩემთან საუბარში აღიარა, რომ.." - მამარდაშვილის განცხადება

"ალავესის ფეხბურთელმა ჩემთან საუბარში აღიარა, რომ.." - მამარდაშვილის განცხადება
დღეს, 11:38
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა „ალავესთან“. ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე გავიდა, როდესაც მსაჯმა ხოსე მანსანომ პენალტი დანიშნა იმ მიზეზით, რომ გიორგი მამარდაშვილი შეტევისას მეტოქე ფეხბურთელთან დაუშვებელ კონტაქტში შევიდა.

გარდამტეხი მომენტი მსაჯმა ვიდეოგამეორებით გადაამოწმა, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. თერთმეტმეტრიანი ჟორდანმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ ალავესს სამი ქულა მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა მედიასთან ღიად გამოხატა გაკვირვება:

მართლა ვერ ვხვდები, რატომ დაინიშნა პენალტი. მეტიც, ალავესის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თვითონ მითხრა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა ყოფილიყო,“ — აღნიშნა ქართველმა მეკარემ.

საკამათო ეპიზოდმა სოციალურ მედიაში და ექსპერტებს შორის დიდი განხილვა გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ვიდეორეფერის სისტემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი