საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 15-წლამდე გოგონათა 9x9 ლიგა იწყება.
თითოეული გუნდის განაცხადი უნდა შედგებოდეს 15 ფეხბურთელისგან, მათ შორის, უნდა იყოს ორი მეკარე.
ფეხბურთელებს არ უნდა ჰქონდეთ ნათამაშები ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებში და უნდა იყვნენ 13-დან 15-წლამდე ასაკის.
15-წლამდე გოგონათა ლიგა სტარტს მიმდინარე წლის ივნისში აიღებს და ოქტომბერში დასრულდება.
gff.ge