"თოფურია ამაში ძალიან მგავს" - ხამზატ ჩიმაევმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"თოფურია ამაში ძალიან მგავს" - ხამზატ ჩიმაევმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა

"თოფურია ამაში ძალიან მგავს" - ხამზატ ჩიმაევმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა
გუშინ, 23:37
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი, ილია თოფურიას შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

როგორც ჩეჩენი მებრძოლი აღნიშნავს, თოფურია MMA-ს სცენაზე Brave FC-დან მოყოლებული გამორჩეული ტალანტია და მის შრომას და პროგრესს დიდ პატივს სცემს.

"თოფურია ყოველთვის იყო მაღალი დონის მებრძოლი, ჯერ კიდევ Brave FC-დან მოყოლებული, ისევე როგორც მე. ის ბევრს შრომობს იმისთვის, რომ მიაღწიოს ყველაფერს ამ სპორტში და მან ეს უკვე გააკეთა" - ამბობს ჩიმაევი.

რაც შეეხება თოფურიას მკვეთრ გამონათქვამებსა და დაპირისპირებებში აქტიურ მონაწილეობას, ჩიმაევი ამას სპორტის ნაწილად მიიჩნევს და დასძენს:

"მისი თრეშ თოქი? ჩუმად რომ ყოფილიყო, ეს საინტერესო არ იქნებოდა. ილიას გვერდით გავატარე დიდი დრო და მინდა აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში ის ძალიან წესიერი ადამიანია. სხვა დანარჩენი უბრალოდ ამ სპორტის შემადგენელი ნაწილია."

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC 317-ზე საჩემპიონო ქამრის დასაცავად ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ჩიმაევს ბრძოლა წინ ელოდება დერიკ დუ პლესისთან, რომელიც ასევე საჩემპიონო სტატუსს ატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი