"ვერ გავიგე, პენალტი რის გამო დანიშნეს" - გიორგი მამარდაშვილი » სპორტის ხაზი

"ვერ გავიგე, პენალტი რის გამო დანიშნეს" - გიორგი მამარდაშვილი

"ვერ გავიგე, პენალტი რის გამო დანიშნეს" - გიორგი მამარდაშვილი
დღეს, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ალავესის წინააღმდეგ 0:1 დამარცხდა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი მეკარე გახდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

სამწუხაროდ, ერთადერთი გოლი მამარდამ პენალტის ნიშნულიდან გაუშვა, რომელიც ქართველისგან წესების დარღვევის გამო დაინიშნა. მიუხედავად ამისა, გიორგი მსაჯს არ ეთანხმება და ეს მატჩისშემდგომ კომენტარშიც დაადასტურა.

ვერ გავიგე, რატომ დაინიშნა პენალტი, გამეორებაზე ვნახე და წესების დარღვევა არ ყოფილა, ამ აზრს ალავესის ფეხბურთელებიც იზიარებენ. მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ლა ლიგაში დავრჩით. ვალენსია ბრძოლას არასდროს წყვეტს, ვეცდებით, ევროტურნირების საგზურიც მოვიპოვოთ.

- თქვა გიორგიმ.

ცნობისთვის, ვალენსია ლა ლიგის მე-11 ადგილს 45 ქულით იკავებს, ევროტურნირების ზონას კი 2 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი