არსენალთან გაკეთებული საგოლე გადაცემისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ალესანდრო დელ პიერომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
როცა კვარაცხელია ბურთს იღებს, გადაწყვეტილებებს წამის მეათედში იღებს. მან აიძულა ტიმბერი სიღრმეში დაეხია. დემბელეს პასი არცთუ კარგი იყო, მაგრამ კვარამ შესანიშნავად იმოძრავა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რაც რვა წლის ასაკში მასწავლეს.
ასე ქმედება, რასაც კვარა აკეთებს, მცველს ვითარებაში გარკვევის დროს არ უტოვებს. მას მოძრაობით ნებისმიერ მხარეს შეუძლია წაიღოს ბურთი, მარცხნივ თუ მარჯვნივ, ამიტომაც გადმოვიდა კვარაზე „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი, რომ ორმაგი დაცვა ეთამაშათ და ამ ვითრებაში დემბელეს გოლისთვის სივრცე გამოუთავისუფლდა.
- ამბობს დელ პიერო.