ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჟურნალისტებთან საუბრისას ნაპოლის მიმდინარე სეზონის შეაფასა.
"ველოდებოდი თუ არა, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდა? ნამდვილად არა. ვერონასთან განცდილი მარცხის შემდეგ, იტალიაში ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
დარწმუნებული ვარ, ნაპოლი კიდევ უფრო მოუმატებს, რადგან ანტონიო კონტეს შეუძლია თამაშები "ბინძური" გზებითაც მოიგოს, მისთვის მთავარი გამარჯვებაა", - განაცახდა დელ პიერომ.
ცნობისთვის, მე-10 ტურის შემდეგ კონტეს გუნდი სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უშუალო კონკურენტ ინტერს 4 ქულით უსწრებს.