ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში არსენალს გასვლაზე 1:0 მოუგო, ქართველმა შემტევმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
გარდა გაკეთებული ასისტისა, კვარამ ერთ ეპიზოდში თავი სამ ფეხბურთელს შესანიშნავად დააღწია და საჯარიმოში ტიმბერის მოქაჩვის შემდეგ წაიქცა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი პენალტად არ შეაფასა და თამაში გაგრძელდა.
აღნიშნულ ეპიზოდს ეხმაურება ყოფილი არბიტრი, კეიტ ჰაკეტი, რომელსაც მიაჩნია, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო.