გუშინდელ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას და იურიენ ტიმბერს შორის საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ, როცა ნიდერლანდელმა მცველმა კვარა საჯარიმოში ხელის მოქაჩვით წააქცია, თუმცა მთავარმა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
ამ ეპიზოდმა საფეხბურთო სამყაროს აზრი ორად დაანაწევრა. მაგალითად, საკმაოდ ცნობილ ყოფილ მსაჯ მარკ კლატენბურგს მიაჩნია, რომ კვარაცხელია ყვითელ ბარათსაც კი იმსახურებდა.