"ამბიციური გუნდი ვართ და ჩვენი მიზანი ეს არის" - ლუის ენრიკეს თამამი განცხადება » სპორტის ხაზი

"ამბიციური გუნდი ვართ და ჩვენი მიზანი ეს არის" - ლუის ენრიკეს თამამი განცხადება

"ამბიციური გუნდი ვართ და ჩვენი მიზანი ეს არის" - ლუის ენრიკეს თამამი განცხადება
გუშინ, 14:04
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ პირველი მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და მოლოდინებზე ღიად ისაუბრა.

„„არსენალს“ ძალიან ჰგავს ჩვენი გუნდი – ორივეს შეუძლია ერთდროულად შეტევა და დაცვა. მათ ჰყავთ მაღალი კლასის მოთამაშეები, თუმცა მხოლოდ ინდივიდებზე არ არიან დამოკიდებული. რთულია დანამდვილებით თქმა, არიან თუ არა ისინი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე, ვისაც შევხვედრივართ, მაგრამ ფაქტია – ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ“, – განაცხადა ენრიკემ.

განწყობა შესანიშნავია. გუნდში ყველაზე მოწყენილი ადამიანი ვარ, ასე რომ, წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე არიან სხვები...

ამბიციური გუნდი ვართ და ისტორიის დაწერა გვსურს, ისეთი რამის გაკეთებას ვგულისხმობთ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია", - დაამატა პსჟ-ს მწვრთნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი