"ისტორიას ერთად ვწერთ" - არტეტას მოწოდება ფანებს » სპორტის ხაზი

"ისტორიას ერთად ვწერთ" - არტეტას მოწოდება ფანებს

"ისტორიას ერთად ვწერთ" - არტეტას მოწოდება ფანებს
გუშინ, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოწოდებით მიმართავს. პარიზული გრანდის წინააღმდეგ თამაშის წინ არტეტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი ისტორიულ შანსთან ძალიან ახლოსაა და ამ გზაზე გულშემატკივართა მხარდაჭერა გადამწყვეტია.

რეალთან „ემირეითსზე“ ატმოსფერო დაუვიწყარი იყო, მაგრამ ახლა იმაზე მეტია საჭირო. მოდით ყველამ, თითქოს თვითონაც თამაშობთ — ბუცებით, მაისურებითა და შორტებით. ერთად უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ და სად მივდივართ.

სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვებამ თავდაჯერება მოგვცა, ახლა კი პსჟ-ს წინააღმდეგ იმაზე მეტიც შეგვიძლია, ვიდრე ოდესმე გვქონია.
“, - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი