"მამაჩემისგან ეს არასდროს მინახავს, რაც ქართველების დამსახურებაა" - სანიოლის შვილი » სპორტის ხაზი

"მამაჩემისგან ეს არასდროს მინახავს, რაც ქართველების დამსახურებაა" - სანიოლის შვილი

"მამაჩემისგან ეს არასდროს მინახავს, რაც ქართველების დამსახურებაა" - სანიოლის შვილი
დღეს, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა, სემ სანიოლმა Geo Team-თან გულწრფელი კომენტარი გააკეთა და მამის ემოციური რეაქცია საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ გაიხსენა.

სემის თქმით, ფეხბურთის გამო მამის ცრემლები მან პირველად ნახა:

მითხრა, რომ ამხელა ემოციის შემდეგ ვერ შეიკავა თავი. არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთის გამო ეტიროს. წარმოუდგენელია, რამდენად ამაყია ყველა მოთამაშით, სტაფითა და ქართველი გულშემატკივრებით.

ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებამ არა მხოლოდ სანიოლის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, არამედ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაშიც. საბერძნეთთან გამართულ გამარჯვებულ მატჩს მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა — ეს სანიოლისთვის ნაკრების თავკაცის რანგში 33-ე შეხვედრა იყო, საიდანაც მე-16 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი