ლონდონის არსენალის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ბუკაიო საკამ 2024 წლის დეკემბერში კრისტალ პალასის წინააღმდეგ დაზიანება მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა.
როგორც ამავე გუნდის დამრიგებელი, მიკელ არტეტა ამბობს, ინგლისელი ვინგერი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა, თუმცა სიტუაციას ჯერ კიდევ დაცდა სჭირდება.
მისი დაბრუნება ახლოვდება. ბუკაიო ძალების აღდგენისკენ მორიგ ნაბიჯს დგამს და კარგი პროგრესიც აქვს. ვნახოთ, თუ როდის გადავწყვეტთ მისთვის თამაშის უფლების მიცემას. ეს ყოველივე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მზად იქნება საკა და შეძლებს თუ არა, რომ ფორმაში ჩადგეს.
- თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მას მადრიდის რეალი შეხვდება. აღნიშნული დუელის მატჩები 4 და 16 აპრილს გაიმართება.