ქართველი ძიუდოისტი, ილია სულამანიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, აღნიშვნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს.
ძალიან დავიღალე. როცა ქულას იღებ, მეტოქე შეტევაზე გადმოდის და უფრო მეტად გიტევს. ზელიმი შესანიშნავი ადამიანი და კარგი ძიუდოისტია. ამიტომ მიხარია, რომ ეს ფინალი იყო, თუმცა ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ.
ოქროს მედალი მაქვს და ვფიქრობ, რომ ჩემი მენტალიტეტისთვის ეს მჭირდებოდა. ამისთვის 100%-ით მზად არ ვიყავი, რადგან წინ რთული მსოფლიოს ჩემპიონატი მელოდება, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი და საბოლოოდ ყველაფერი კარგადვე დასრულდა.
- თქვა ილიამ.