ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში მორიგი გოლი გაიტანა. ზუკამ ამჯერად სტრასბურგის კარი დასამახსოვრებელი გოლით აიღო, შემდეგ კი ქართველი შემტევი საფრანგეთის ჩემპიონატის გვერდმა თავადვე გამოარჩია.
ზურიკო დავითაშვილი ქართველი ბრილიანტია. მან სტრასბურთან გოლი ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ გაიტანა.
- წერს ლიგა 1-ის გვერდი.
24 წლის ფეხბურთელს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.