პსჟ-მ ისტორია გადაწერა - ლუის ენრიკე ამ მაჩვენებით მსოფლიოში საუკეთესოა » სპორტის ხაზი

პსჟ-მ ისტორია გადაწერა - ლუის ენრიკე ამ მაჩვენებით მსოფლიოში საუკეთესოა

პსჟ-მ ისტორია გადაწერა - ლუის ენრიკე ამ მაჩვენებით მსოფლიოში საუკეთესოა
გუშინ, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ტოპ ხუთი ევროპული ლიგის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა — გუნდი ლიგა 1-ში უკვე ზედიზედ 39 გასვლით მატჩში არ დამარცხებულა, რაც ახალი აბსოლუტური რეკორდია.

მანამდე საუკეთესო შედეგი ეკუთვნოდა „მილანს“, რომელმაც 1991-1993 წლებში სერია A-ში ზედიზედ 38 გასვლითი თამაში წაგების გარეშე ჩაატარა. პარიზელებმა კი ეს მაჩვენებელი უკვე გადააჭარბეს — 30 გამარჯვება და 9 ფრე.

პსჟ-სთვის ბოლო მარცხი ლიგა 1-ის სტუმრად გამართულ მატჩში 2023 წლის 11 თებერვალს, მონაკოში დაფიქსირდა (1:3). მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და გუნდი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მხოლოდ წინ მიდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი