UFC-ის ქართველმა ვარსკვლავმა, ილია თოფურიამ, მომავალი ორთაბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ თავად მებრძოლმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით აცნობა გულშემატკივრებს.
„მოსამზადებელი კემპი დაიწყო,“ — წერს თოფურია ლაკონურად, თუმცა ეს ერთი წინადადებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები ელის წინ.
ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოფურიას დაბრუნება ოქტაგონზე 28 ივნისს, UFC 317-ის ფარგლებში იგეგმება. თანაც, მაღალი ალბათობით, ეს არ იქნება რიგითი დაპირისპირება — თოფურიამ შესაძლოა მსუბუქი წონის დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს.