"საქართველოსთან მარცხის შემდეგ, ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა.." - სომეხი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მარცხის შემდეგ, ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა.." - სომეხი ფეხბურთელი

"საქართველოსთან მარცხის შემდეგ, ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა.." - სომეხი ფეხბურთელი
დღეს, 12:36
Aa Aa
გაზიარება:

სომხეთის ეროვნული ნაკრების და ყაზანის რუბინის 25 წლის ნახევარმცველმა, უგოჩუკვუ ივუმ, ერთა ლიგის შეხვედრები გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი საქართველოს ნაკრებთან ორი მატჩის ჯამში 1:9 დამარცხდა.

"ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რაც საქართველოსთან თამაშებში მოხდა. ეს მძიმე მარცხი იყო, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სომხეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ჯერ საკმარისი დრო არ ჰქონდა გუნდის სრულად მომზადებისთვის. ამას ემატებოდა მოთამაშეების ტრავმები — რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი სწორედ ქართველებთან თამაშისას გამოგვაკლდა," — აღნიშნა ივუმ.

იგივე ინტერვიუში ივუმ გაიხსენა ის ემოციური ატმოსფერო, რაც თბილისში გამართული მატჩის შემდეგ სომხეთის ნაკრების გასახდელში სუფევდა. "თამაშის შემდეგ ყველა დაღვრემილი და იმედგაცრუებული იყო. მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებთან სერიოზულად ისაუბრა. ახლა ჩვენი მიზანია რეაბილიტაცია და შეცდომების გამოსწორება," — დაასრულა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი