VIDEO: "ხვიჩა უნიკალური შემთხვევაა" - რორი სმითი, კვარაზე შეყვარებული ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

VIDEO: "ხვიჩა უნიკალური შემთხვევაა" - რორი სმითი, კვარაზე შეყვარებული ჟურნალისტი

VIDEO: "ხვიჩა უნიკალური შემთხვევაა" - რორი სმითი, კვარაზე შეყვარებული ჟურნალისტი
26-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ Youtube არხზე, კერძოდ The Totally Football Show-ზე ოთხი ჟურნალისტის, ჯეიმს რიჩარდსონის, რაფა ჰონინგშტეინის, დანკან ალექსანდერისა და რორი სმითის პოდკასტი გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი ნაპოლისა და აინტრახტის განმეორებით შეხვედრას განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ რორი სმითმა, რომელმაც მანამდე თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მისი ფავორიტი ფეხბურთელია, სწორედ ქართველის შესახებ ისაუბრა და ის კონკრეტული დეტალი გამოარჩია, რაც კვარას უნიკალურობას აძლევს:

"ის მოსკოვის ლოკომოტივისა და ყაზანის რუბინის წევრი იყო, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ამაზე ორი აზრი არაა. ხვიჩა რუბინში ყველას მოსწონდა, ის ხალხისგან ყურადღებას იქცევდა და ეს გასაგებია, თუმცა ფაქტი, რომ ყაზანის რუბინის კარგი ფეხბურთელი უმალვე იქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ, ეს ისაა, რაც უბრალოდ აღარ ხდება ხოლმე." - თქვა New York Times-ის ჟურნალისტმა, რორი სმითმა, რომელსაც კვარაზე სტატია თავადაც აქვს მომზადებული.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 14 გოლი და 14 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი