Areanapoli-ს ჟურნალისტი, რაფაელ აურიემა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებაში ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხელს პირდაპირ ადებს.
აურიემა ამბობს, რომ დე ლაურენტესი ის ბიზნესმენია, რომელსაც ფულის დახარჯვა არ სურს და ჩემპიონობა სულაც არ ადარდებს. მისი თქმით, დე ლაურენტისისთვის მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და ფულის მოხვეჭაა.
მე ხვიჩას გვერდით ვარ და ყველა იმ ფეხბურთელის, ვისაც ნეგატიურად მოიხსენიებენ და უმიზნოდ აკრიტიკებენ. დე ლაურენტისს ჩემპიონობა მხოლოდ ისე სურს, რომ ფული სულ არ დახარჯოს. მეტიც, მას ეჯავრება ეს ყველაფერი. მისი ფინანსები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა მორგებული და სხვა არაფრისთვის.
- ამბობს აურიემა.
როგორც ჩანს, ჟურნალისტს მიაჩნია, რომ კვარასთვის ხელფასის ზრდაზე უარის თქმა სწორედ ლაურენტისის გაუმაძღრობიდან მომდინარეობს, რამაც, დიდი შანსია, რომ ნაპოლის სკუდეტო დააკარგვინოს.