UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია PDB Podcast-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთზეც.
"2008 წელს საქართველოში ვიყავი და საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ ექცეოდნენ ჩემს თანამემამულეებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ხელისუფლება სახიფათოა და მათ ნდობა არ შეიძლება. აქ მხოლოდ მმართველ ელიტაზე მაქვს საუბარი – არა უბრალო მოქალაქეებზე. რუსეთი აგრესიული და დამპყრობელი ქვეყანაა.
როცა ისინი ომს იწყებენ, პირველებს წინა ფრონტზე ჩეჩნებს, დაღესტნელებს და სხვებს გზავნიან. ნამდვილ რუსს ომში ვერ ნახავ - მხოლოდ იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ამ რეგიონს წარმოადგნენ. სკამს და ადგილს სთავაზობენ და სანაცვლოდ, როცა დრო მოვა მათგან სამაგიეროს ითხოვენ", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, თოფურია ამჟამად ორი მეტოქისთვის: ისლამ მახაჩევისთვის და ჩარლ ოლივერიესასთვის ემზადება და ორგანიზაციის ზარს ელოდება.