საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროს საკვალიფიკაციოზე ლიხტენშტაინი დაამარცხა » სპორტის ხაზი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროს საკვალიფიკაციოზე ლიხტენშტაინი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროს საკვალიფიკაციოზე ლიხტენშტაინი დაამარცხა
გუშინ, 02:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიხტენშტაინის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ლიზი კანკიას დუბლით დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს 2 ქულით ჩამორჩება. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი სწორედ ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში A ლიგის საგზურს მოიპოვებს. მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი