მამარდას აღებულმა პენალტმა მბაპე განარისხა - რა უთხრა კილიანმა მსაჯს » სპორტის ხაზი

მამარდას აღებულმა პენალტმა მბაპე განარისხა - რა უთხრა კილიანმა მსაჯს

მამარდას აღებულმა პენალტმა მბაპე განარისხა - რა უთხრა კილიანმა მსაჯს
გუშინ, 12:49
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფენომენალურად ითამაშა.

ქართველმა მეკარემ პენალტი მოიგერია და გარდა ამისა, სხვა არაერთ ეპიზოდში გამოავლინა უმაღლესი სათამაშო კლასი, რის გამოც მამარდა მატჩის საუკეთესოც გახდა.

სხვათა შორის, გიორგის მოგერიებულმა პენალტმა რეალში დიდი სკანდალი გამოიწვია. ბურთთან დასარტყმელად არა მბაპე, არამედ ვინისიუსი მივიდა, რომელმაც 11-მეტრიანი საშინლად შეასრულა და კილიანმაც განრისხებულმა მსაჯთან ჩავლისას ჩაილაპარაკა, - "გააგდე ვინი!".

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მბაპეს ნაცვლად პენალტის ნიშნულთან ვინისიუსი მიდის და გოლი ვერ გააქვს. როგორც ჩანს, ფრანგ შემტევს მოთმინების ფიალა ევსება..


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

Money vardrid

გუშინ, 21:48
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი