ბოლო დღეებში ხმები დაირხა, რომ უეფა რუსეთის ეროვნული ნაკრების და მისი კლუბების დიდ ტურნირებზე დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ორგანიზაციაში ყველაფერი უარყვეს.
რაც შეეხება რუსული გუნდების უკან მიღებას, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამ თემაზე და შემიძლია გავიმეორო მათთვის, ვისაც ამ საკითზე ეჭვები გააჩნია. როცა დასრულდება კონფლიქტი, ისინი დაბრუნდებია.
- თქვა უეფას პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული ფეხბურთი უეფას რადარებიდან 2022 წლის თებერვლიდან აღარ ჩანს, ზუსტად მას შემდეგ, რაც ამავე ქვეყანამ უკრაინაში ომი დაიწყო.