"კვარას და გუნდის შემხედვარე ჩემი იდეები უტოპიური აღარ არის" - ლუის ენრიკე » სპორტის ხაზი

"კვარას და გუნდის შემხედვარე ჩემი იდეები უტოპიური აღარ არის" - ლუის ენრიკე

"კვარას და გუნდის შემხედვარე ჩემი იდეები უტოპიური აღარ არის" - ლუის ენრიკე
6-04-2025, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ პარი სენ-ჟერმენმა ფრანგული ლიგა 1-ის 28-ე ტურში ანჟერი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ნაადრევად იზეიმა.

მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის და გამორჩევით, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლუის ენრიკემ დიდებული კომენტარი გააკეთა.

გუნდმა აჩვენა ისეთი სიმწიფე, რომელიც არ შეესაბამება ასეთ ახალგაზრდა კოლექტივს. ეს არის მოქნილი და ძლიერი გუნდი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - ისევე, როგორიც იყო დღეს კვარაცხელია. თქვენ ნახეთ როგორ დიდებულად თამაშობდა ის თავდაცვით ფაზაში.

ახლა ჩემი იდეა, რომ მინდოდა მყოლოდა 11 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ყველა უტევდა და ამასთან ყველა თავს იცავდა, უტოპიურად აღარ გამოიყურება.

- თქვა ლუჩომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.