'მას არანაირი უფლება არ აქვს' - რონალდომ თავი გაიმართლა და თავის ჟესტს ახსნა მოუძებნა » სპორტის ხაზი

'მას არანაირი უფლება არ აქვს' - რონალდომ თავი გაიმართლა და თავის ჟესტს ახსნა მოუძებნა

'მას არანაირი უფლება არ აქვს' - რონალდომ თავი გაიმართლა და თავის ჟესტს ახსნა მოუძებნა
3-12-2022, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის ბოლო შეხვედრა პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის ძირითად შემადგენლობაში იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მოედანი 65- ე წუთზე დატოვა. თუმცა, ყველამ ნათლად დაინახა ის ჟესტი, რომელიც პორტუგალიელმა მოწინააღმდეგის მისამართით გააგზავნა. ამ სცენას კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ 37 წლის ფეხბურთელმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა :

"კორეელი ფეხბურთელი მეუბნებოდა, რომ სწრაფად წავსულიყავი, რაც მე არ მომეწონა დავუთხარი, რომ გაჩუმებულიყო, რადგან მას არ აქვს უფლებამოსილება ასე მელაპარაკოს.

'მას არანაირი უფლება არ აქვს' - რონალდომ თავი გაიმართლა და თავის ჟესტს ახსნა მოუძებნა

რონალდოს ჟესტი მთელი სოციალური ქსელის განხილვის საგნად იქცა

კამათი საჭირო არ არის, ისედაც ყველა შეხვედრა ძალიან დაძაბულია. ეს უნდა დავივიწყოთ და შემდეგ ეტაპისთვის უნდა მოვემზადოთ, სადაც ძლიერები უნდა გავიდეთ."


შეგახსენებთ, რომ პორტუგალია H ჯგუფში პირველზე გავიდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. რენატუ სანტუშის ბიჭები 1/8 ფინალურ შეხვედრას 6 დეკემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.