"წარმოუდგენელი გუნდია, რომელმაც.." - ანტონიო კონტე პსჟ-სა და ლუის ენრიკეზე » სპორტის ხაზი

"წარმოუდგენელი გუნდია, რომელმაც.." - ანტონიო კონტე პსჟ-სა და ლუის ენრიკეზე

"წარმოუდგენელი გუნდია, რომელმაც.." - ანტონიო კონტე პსჟ-სა და ლუის ენრიკეზე
29-03-2025, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფრანგულ L'Equipe-სთან ინტერვიუში პსჟ-ზე და მის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე ისაუბრა.

"პსჟ შთამბეჭდავი გუნდია, სადაც ლუის ენრიკემ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. ვფიქრობ, მათ ორი მატჩის ჯამში ლივერპულის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.

ვიცი თუ რას ნიშნავს ენფილდზე თამაში და ყველას არ შეუძლია, რომ წაგებულის სტატუსით ლივერპულს გასვლაზე დაუქამბექოს
", - განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ კონტეს ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში 61 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და უშუალო კონკურენტ ინტერს 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი