დასრულდა 3×3 საკალათბურთო ფესტივალი 3x3SPRING2024, რომლის ფარგლებშიც ვერის ბაღის დარბაზში მიმდინარე თვეში 4 ტურნირი ჩატარდა. საწყისი სამი ტურნირი სრულწლოვანთა შორის ჩატარდა, ფესტივალის დასკვნითი ტურნირი კი 18-წლამდელთა შორის იყო. გამარჯვებული გახდა გუნდი TB, რომელშიც ოთარ ხუჭუა, ლერი ლობჟანიძე, ბექა მაჭავარიანი და ლაზარე რობაქიძე გამოდიოდნენ. გამარჯვებულებს 7000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან ერგოთ 900-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ფინალში დამარცხებულ გუნდ “ჭუკის” წევრები 700 ლარს დასჯერდნენ. პრიზიორები ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
მთლიანობაში ტურნირში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც სტანდარტული ფორმატით 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალის საგზურები ჯგუფების გამარჯვებულებმა – TB-მ, ჭუკმა, ორბი და ბიკენტია გავიდნენ. ჭუკმა ნახევარფინალური შეხვედრა დამაჯერებლად – 21:11 მოუგო ორბს, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა TB-მ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 16:15 დაამარცხა ბიკენტია. ფინალური შეხვედრა TB-მ 6 ქულის სხვაობით – 21:16 მოიგო და ჩემპიონი გხდა.
ამით დასრულდა 3x3SPRING2024 და მცირე პაუზის შემდეგ 3×3 საკალათბურთო ტურნირები დარბაზიდან ღია სივრცეში გადაინაცვლებს.
gbf