ლონდონის არსენალის და ინგლისის ეროვნული ნაკრების გარემარბი, ბუკაიო საკა სავარჯიშო სესიებზე გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი დასაბრუნებლად მზადაა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მეთოფეების ახალგაზრდა შემტევი მადრიდის რეალთან სათამაშოდ სრულებით მზადყოფნაში იქნება.
საკამ დაზიანება 2024 წლის მიწურულს კრისტალ პალასის წინააღმდეგ მიიღო. მას შემდეგ ბუკაიომ პრემიერ ლიგაში 19 შეხვედრა გამოტოვა.