"ასე ვაფასებ ჩვენს შანსებს მსოფლიოს შესარჩევში" - გიორგი ნემსაძე » სპორტის ხაზი

"ასე ვაფასებ ჩვენს შანსებს მსოფლიოს შესარჩევში" - გიორგი ნემსაძე

"ასე ვაფასებ ჩვენს შანსებს მსოფლიოს შესარჩევში" - გიორგი ნემსაძე
28-03-2025, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, რომელიც ასაკობრივ დონეზე ხვიჩას, ზურიკოს, მექვაბიშვილს და კიდევ სხვებს წვრთნიდა, კომენტარს ვილი სანიოლის გუნდსა და მის მომავალზე აკეთებს.

მიხარია, რომ დღევანდელი ნაკრების ლიდერების განვითარებაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. ნიჭიერი ფეხბურთელები კიდევ ბევრნი არიან, მომავალში ისინი ნაკრებში დაწინაურდებიან და როგორც კვარაცხელიამ გვასახელა ევროპაში, ასევე შეძლებენ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას. ვგულისხმობ, დავითაშვილს, მექვაბიშვილს, გულიაშვილს, მათთან ორი წელი ვიმუშავე და შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ.

ჩვენი ნაკრები არავისთვის საჩუქარი არაა და ნებისმერი მოწინააღმდეგისთვის სახიფათო გუნდია. დარწმუნებული ვარ, ამ თაობას ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია, რადგან რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22-23 წელია და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის მერე ისინი დიდ შედეგს მიაღწევენ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებს რაც შეეხება, ყველაფერი შესაძლებელია. მოუთმენლად ველი, როდის იქნება ეს თამაშები და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს.

- თქვა გიორგი ნემსაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი