UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქტიური მზადების პროცესშია.
"ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის ვემზადები, მაგრამ ვნახოთ რა იქნება - ჩემი ყველა ვარჯიში მახაჩევზე ან ჩარლზ ოლივეირაზეა ორიენტირეუბლი, რადგან პირადად მე სხვა ვარიანტს უბრალოდ ვერრ ვხედავ.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ოქტაგონზე გამოსვლას ვერც ერთი ბედავს", - განაცხადა ილიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ილია მსუბუქ წონაში ავიდა, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი კი ვაკანტური გახადა.