ყველაფერი გადაწყვეტილია, ერთადერთი ეს დარჩა - ქოჩორაშვილი სპორტინგს მიუახლოვდავ » სპორტის ხაზი

ყველაფერი გადაწყვეტილია, ერთადერთი ეს დარჩა - ქოჩორაშვილი სპორტინგს მიუახლოვდავ

ყველაფერი გადაწყვეტილია, ერთადერთი ეს დარჩა - ქოჩორაშვილი სპორტინგს მიუახლოვდავ
27-03-2025, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგის კონტრაქტი მაგიდაზე უდევს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგისგან პირადი კონტრაქტი მზად აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან სრულად კონცენტრირებულია ლევანტესთან ერთად მიმდინარე სეზონზე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეთანხმება არსებობს სპორტინგს და ლევანტეს შორისაც. ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ფეხბურთელის პასუხი აკლია.

ლევანტე ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელს სურს, კლუბთან ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს
", - წერს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი