კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს - ვინ არის ქოჩორას წაყვანასთან ძალიან ახლოს » სპორტის ხაზი

კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს - ვინ არის ქოჩორას წაყვანასთან ძალიან ახლოს

კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს - ვინ არის ქოჩორას წაყვანასთან ძალიან ახლოს
26-03-2025, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, Geo Team-მა დაწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგისგან კონტრაქტი უკვე გამზადებული აქვს და პორტუგალიელები ახლა თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელიან.

გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგისგან პირადი კონტრაქტი მზად აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან სრულად კონცენტრირებულია ლევანტესთან ერთად მიმდინარე სეზონზე.

შეთანხმება არსებობს სპორტინგს და ლევანტეს შორისაც. ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ფეხბურთელის პასუხი აკლია.

ლევანტე ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელს სურს, კლუბთან ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

- წერს ქართული გვერდი.

ცნობისთვის, სპორტინგის ინტერესის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა ვიცით და როგორც ჩანს, პორტუგალიელები ყველაფრის წარმატებით დახურვას აპირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი