როგორც უკვე ვიცით, ერთა ლიგის ოთხთა ფინალში ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და გერმანია ითამაშებენ, დარჩენილ მატჩებს კი ეს უკანასკნელი უმასპინძლებს.
საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალს შტუტგარტის სტადიონი, მერსედეს ბენც არენა უმასპინძლებს, პორტუგალიისა და გერმანიის მატჩი კი ალიანც არენაზე გაიმართება.
რაც შეეხება ფინალს, ისიც მიუნხენის ბაიერნის სტადიონზე შედგება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მატჩები 4-8 ივნისს გაიმართება.