ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, რაულ ასენსიომ კლუბთან ხელშეკრულება განაახლა.
წყაროს თქმით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინა კვირაში ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო და მხოლოდ ოფიციალური ნაწილიღა რჩებოდა.
რაულ ასენსიომ ხელშეკრულება 2029 წლამდე განაახლა და როგორც დაიწერა, ესპანელი მცველი გაზრდილ ხელფასსაც აიღებს.
კლუბმა ასენსიო მიმდინარე სეზონში დააწინაურა და არც ინანა. ახალგაზრდა მცველი შესანიშნავად გამოიყურება და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.